გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: მეორე ტალღაზე ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა

21-05-2020

ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მესამე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ ჯანდაცვის სექტორმა და მთლიანად ქვეყნებმა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ.

„მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

imedinews.ge