გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ისტორიაში ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება

21-05-2020

ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”-ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ Post Tv-ის ეთერში, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

” ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი სპექტრი, ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის.

არ მინდა, უხეში ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში.

ბევრი რთული წელი გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება, ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური, რა თქმა უნდა ”.

ipress