გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზახაშვილი:საოფისე სივრცეებში, მაგიდათა შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია ეფექტს არ მოგვცემს, ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ

21-05-2020

საოფისე სივრცეებში მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ipress