გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რუსლან აბაშიძესა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

21-05-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს იტალიის ხელისუფლების  მხრიდან იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

რუსლან აბაშიძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება, მათ შორის იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა მიმდინარე მოვლენები.

ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროებში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.