გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ

22-02-2018

გუშინ ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს დღეს 13:00 საათზე  ზოოპარკს დაათვალიერებინებენ. ბავშვი იმ პატრულის ეკიპაჟს მოჰყავს ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ განგვიცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერტიფიკატს გადასცემს. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე იქნება:

"ზურა რამდენიმე ვოლიერშიც შეიყვანს პატარას. ის ცხოველების გამოკვებაშიც მიიღებს მონაწილეობას და მოეფერება მათ. მას ექნება საშუალება, რომ ახლოდან გაიცნოს ზოოპარკის შიდა სამზარეულო," -განგვიცხადა ზოოპარკის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უფროსმა, მზია შარაშიძემ.

ზოოპარკის ადმინისტრაციას სურს გაჟღერდეს მათი მესიჯი იმის შესახებ, რომ არ მოხდეს წახალისება ბავშვების სახლიდან გაიქცევის და მშობლების დაუკთხავად ზოოპარკში წასვლის. მზია შარაშიძის თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვები მიიყვანინ ზოოპარკის დასათვალიერებლად.

"თრიალეთი"