გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

22-02-2018

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

“გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი – სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“, – განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.