გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდსიტუაცია დაწყნარების უფლებას არ გვაძლევს

22-05-2020

საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო სახელმწიფოები, 4 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი), სიტუაცია არასახარბიელოა, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შედარებით დაწყნარების ტენდენცია გამოჩნდა თურქეთში. მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომელიც ყოველ წუთში შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს საზღვრის გახსნის შესხებ, სწრაფად შეიძლება მივიღოთ ისევ და ისევ ეპიდაფეთქება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.