გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: ტაქსთან მიმართებით გარკვეული რისკები არსებობს, რის გამოც შეზღუდვა ძალაში დავტოვეთ

22-05-2020


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტაქსით სამ მგზავრზე მეტი ოდენობით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა ძალაში რჩება. ტიკარაძის განმარტებით, ტაქსიში საკმაოდ ხშირად ხდება მგზავრის შეცვლა, რაც გარკვეული რისკის შემცვლელია.


„საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში,ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ტაქსთან მიმართებით გარკვეული რისკები არსებობს როგორც მძღოლთან, ისე მგზავრთან მიმართებით, როდესაც ის საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მზგავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე, ჩვენ დავტოვეთ ეს შეზღუდვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.