გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ავარია ოზურგეთი-ქობულეთის მაგისტრალზე - დაშავებულია 3 ადამიანი

22-05-2020

ოზურგეთი-ქობულეთის მაგისტრალზე დღეს ავტოავარია მოხდა. შემთხვევის დროს, "კორსას" მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა. 

ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" არიან გადაყვანილები.

კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, სამივე პაციენტს აღენიშნება ტრავმები და ამჟამად, მათ  კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ. 

შსს-ს განცხადებით,  ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

რუსთავი2