გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

25-05-2020

ოპოზიციამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი ელის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომაც ისინი არჩევნებს დიდი შიშით უყურებენ.

ყველა მხრიდან ჩანს, რომ ისინი არჩევნებს ძალიან დიდი შიშით უყურებენ და ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი არის დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ იციან, რომ ისინი განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ისიც ჩანს, რომ ისინი გარკვეულწილად ფიქრობენ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა, ეს რადიკალური სცენარის განწირულია წარუმატებლობისთვის, იმიტომ რომ რადიკალურ სცენარსაც სჭირდება იგივე, რასაც არჩვებს - საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ზუსტად ეს არ აქვთ მათ“, - აღნიშნა კობახიძემ.

imedinews.ge