გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

25-05-2020

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 380 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა, დამუშავდა 2045 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასა.

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები დღის პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად გავრცელდა და სრულად მოიცვა რვავე მუნიციპალიტეტი.

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსალოდნელი მარცვლის ზომამ 51 მმ-ს მიაღწია,ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, რამდენიმე საათიანი აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.