გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის ფაქტები გამოვლინდა

26-05-2020

მიმდინარე წლის 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი და 1460 ღერი თვითნაკეთი სიგარეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ.