გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი გახარია: წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

26-05-2020


წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

„საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.