გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კახეთი კვლავ “მწვანე ზონაშია” – რეგიონში კოვიდინფიცირება არ ფიქსირდება

27-05-2020

კახეთის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს გარკვეული რეგულაციების მოხსნის შემდეგაც ინარჩუნებს. რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 71 პირზე ტესტირების პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნიმუშების აღება როგორც ე.წ. ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე სივრცეებიდან გრძელდება.

რეგიონში, დღეის მონაცემებით, 7 საკარანტინე ლოკაციაზე 244 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 20 პირი რჩება.

კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში, ჯამურად, გაგზავნილია 3844 ნიმუში. აქედან 1216 – მედპერსონალის, 1434 – საკარანტინე სივრცეებიდან და 224 – შშმ პირის.

კვირა