| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
27-05-2020
თემგიზ ცერცვაძე გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები 1000 კაციდან 6-10%-ს დაუდასტურდა, განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ უნებლიე შეცდომა დაუშვა და რაოდენობის ნაცვლად პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეალურად 1 000 ადამიანიდან, ვისაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, 6 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსის ანტისხეულები რაც არის 0,6%.
"გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში 1 000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, რომ ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ," - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.