გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გახარია ივანიშვილის ქველმოქედებაზე: ამას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება

27-05-2020

მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის მიერ, stopcov ფონდში გაწეულ დონაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ამ დონაციას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესომბუდსმენს stopcov ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შექმნა მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ფინანსური დახმარების თვალსაზრისით ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს არის ფონდი, რომელშიც დღეს მობილიზებულია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე, საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე უფრო დასჭირდება. ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.