გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: თუ ჩვენს პროგრამაში ჩართულ კომპანიებში დაფიქსირდა 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, ამ ფაქტს აუცილებლად გავითვალისწინებთ

27-05-2020

ვთქვით, რომ 9 პროდუქტზე კურსთა შორის სხვაობას დავაზღვევთ იმისთვის, რათა ლარის ფასის მერყეობის გამო, თუ ეს ფასი იყო, მაგალითად, 10 ლარი, არ გახდეს 15, 17 და ასე შემდეგ. გეთანხმებით იმაში, რომ სადღაც შეიძლება, რეგიონში, გარეუბანში, ადგილობრივმა მეწარმემ წაამატა 1-2 ლარი. ამ პროგრამაში მთელი საქართველო ჩართული არ ყოფილა, ჩართულები იყვნენ უმსხვილესი იმპორტიორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

“იქ რომ იყო 300 პროცენტიანი ფასის ზრდა, გპირდებით, რომ ამას ჩავთვლით, როგორც სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიას, მეწარმეს. რაიმე სანქციებს არ მივიღებთ, რა თქმა უნდა, და ვერ მივიღებთ, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ შემდგომში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ქართული კანონმდებლობა გვაძლევს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.