გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სპეცოპერაცია რუსთავში

23-02-2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაჩაბელის ქუჩაზე, ე.წ. "საყოფაცხოვრებო სახლის" შენობაში, საგამოძიებო ღონისძიებას ახორციელებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების ორი ეკიპაჟი. რა ხდებოდა საბილიარდოში ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, "ინფო რუსთავი" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, საქმე პოკერის უკანონო თამაშს ეხება, თუმცა საბილიარდოში მყოფი პირები პირად საუბარში აცხადებდნენ, რომ შენობაში უკანონო არაფერი ხდებოდა. უარყოფენ იმ ფაქტს, რომ თამაში ფულზე მიმდინარეობდა. მათივე თქმით,  აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ სპორტული პოკერის თამაშები იმართებოდა.

"ინფორუსთავი"