| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
27-05-2020
აქ არის თემა, რომ ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ 1200 ლარიან დახმარებაზე, დებულებაში იყო გაწერილი, რომ პირველი კვარტლის 3 თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდება, მაშინ მივცემთ. სეზონი არ იყო და ამ ადამიანებს ხელფასი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატიური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.
„აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა ამ ადამიანების ინტერესს ჩვენ გავითვალისწინებთ და ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.