გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია

28-05-2020

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ამიტომ, ყველა რეკომენდაცია ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

"ეპიდსიტუაცია ქვეყნაში დამშვიდებისკენ მიდის. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთეული ახალი შემთხვევები.

ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

rustavi2