| « თებერვალი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | |
28-05-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი ინფიცირებულიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი არსებული კლასტერებიდანაა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს 408-ით აჭარბებს.
"მატება ზომიერი და კონტროლირებადია როგორც ვხედავთ ბოლო 10 დღის განმავლობაში. დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა 16-ით. იყო 557 და ახლა 573 გამოჯანმრთელებული გვყავს. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 153 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ ცენტრში 32 ინფიცირებული მკურნალობს.
"ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა. გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა ამ 16-დან და დატოვა ჩვენი კლინიკა. ამ ეტაპზე 32 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან.
3 მძიმე ავადმყოფის დინამიკაც არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, რაც პროგნოზის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
17-01-2026