გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მეწყერმა სოფლების: ფოლადაურისა და სამწევრისის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა მიწით დაფარა

28-05-2020

უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ფოლადაურის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ სოფლების: ფოლადაურისა და სამწევრისის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და სარწყავი მილის გარკვეული მონაკვეთი მიწით მთლიანად დაფარა.

 

სიტუაციას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან და მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროს გიორგი მათეშვილთან ერთად გაეცნო.

 

უახლოეს პერიოდში ხეობაში სარწყავი არხის ახალი სათავე ნაგებობა აიგება და სარწყავი მილი 200 გრძივი მეტრით გაიზრდება. ასევე მეწყერსაშიშ მონაკვეთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ჯებირებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებაც იგეგმება.