გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გახარია ბოკერიას: დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ ან გადაიღალეთ

29-05-2020

„ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინწინდელის შემდეგ ვიღაც გაგიჯავრდათ, რომ ძალიან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად,“- მიმართა

მთავრობის მეთაურმა გიგა ბოკერიას, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით ყოფნისას.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ეკონომიკური გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრეოდა.

„რეალურად არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა. თქვენ უბრალოდ ამ სულელური ციფრებით, მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდიდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით და სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც ცდილობთ, რომ მოხიბლოთ ვიღაც და გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება,“ - განაცხადა პრემიერმა.