გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის სასამართლომ ყაჩაღობასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

23-02-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. 

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, 16:20 საათზე, ზ.შ. ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.სენაკში მდებარე „ელექტროტექნიკის მაღაზიას“ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მაღაზიის მეპატრონეს მ.ც.-სთანხის გადაცემა მოსთხოვა. მ.ც-მ წინააღმდეგობა გაუწია ზ.შ.-ს და სხვა პირების დახმარებით ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა წაართვა, რის შემდეგაც ზ.შ.შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ზ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისდა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7  წლით თავისუფლების აღკვეთაგანუსაზღვრა.