გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება

1-06-2020

11 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი წყარო ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„11 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი წყარო ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მივიღეთ 6 ახალი ინფიცირებული. გვყავს სამი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიურ მონაცემებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება, მათთან პნევმონიის დადასტურება ნაკლებად სავარაუდოა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

imedinews.ge