გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უზბეკეთის მოქალაქე ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს

23-02-2018

გალის რაიონულმა სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. მას ასევე აეკრძალა “აფხაზეთის ტერიტორიაზე“ ყოფნა. 1994 წელს დაბადებული ა. შაროპოვი დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის და რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებმა, 6 თებერვალს სამეგრელოდან აფხაზეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს.

მანამდე, 2018 წლის 2 თებერვალს, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, აფხაზეთის მკვიდრი ლაშა ახალაია დააკავეს. „აფხაზია ინფორმის“ ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა პირადი ჩხრეკისას მას ქაღალდის შეკვრა აღმოუჩინეს, რომელშიც მუქი მწვანე ფერის მცენარეული წარმოშობის ნივთიერება იყო.

ახალაიას მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი ანალოგის უკანონო შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, დამზადება, გაყიდვის მიზნის გარეშე) - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს განცხადებაში.

რადიო "ათინათი"