გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აჭარაში, კორონავირუსზე 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

4-06-2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

დღეს დილის მონაცემებით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
უწყების ინფორმაციით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 693 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.
აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. – კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 899 პირი. კარანტინი დატოვა 7 426-მა პირმა.

ipress