გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტიკარაძე: პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რეგლამენტი არ დამირღვევია

4-06-2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ის პარლამენტში აუცილებლად მივა, თუმცა დეპუტატებს პოლიტიკური შოუს დადგმის შესაძლებლობას არ მისცემს.

"პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე, შედეგობრივი პასუხებით, და არა პოლიტიკური შოუ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების კრიტიკასაც პასუხობს და აცხადებს, რომ მას პარლამენტის რეგლამენტი არ დაურღვევია.

"მე არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც ზოგადად მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი, აქედან გამომდინარე, მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს, თუმცა, მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილობითი თხოვნით მიმართა, რომ სხდომა თვის ბოლო ჩანიშნონ.

pia