გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხანგრძლივად პირბადის ტარება იწვევს თუ არა გართულებებს - სპეციალისტის განმარტება

4-06-2020

"პირბადის მოხმარებას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ მაშინ რისკის მომცველი არ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა პირბადეების ხშირად გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზახაშვილის თქმით, სწორად გამოყენებული ნიღაბი იმის გარანტიას იძლევა, რომ დაავადებაზე ზემოქმედება მოხდეს.

"არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად პირბადის ტარებას, არის გარკვეული გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელია მისი გამოყენება. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ პირბადის მოხმარებას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ მაშინ რისკის მომცველი არ იქნება, ასევე არ იქნება რისკის მომცველი ბავშვთა ასაკში და ა.შ. სწორად გამოყენებული ნიღაბი იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდენთ ზემოქმედებას. ყველამ უნდა ავითვისოთ ის ელემენტარული წესები, რასაც ნიღაბის გამოყენება ჰქვია", - აღნიშნა "რუსთავი 2" - ის ეთერში ხათუნა ზახაშვილმა.

pia