გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა

23-02-2018

მესტია - ნატახტარი - მესტია და მესტია - ქუთაისი - მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.

ფრენები 1 თებერვალს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიარეისების განმახორციელებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდა.

მესტიის მერიის ინფორმაციით, ფრენები შესრულდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

მესტია - ქუთაისი - მესტიის მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთი 40 ლარი ღირს. 3 - დან 12 წლამდე ბავშვის -28 ლარი, 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა უფასოა.

მესტია - ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთის ღირებულება 65 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვების - 45,50 ლარს, ხოლო 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა არის უფასო.

ფრენების განრიგი გამოქვეყნებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-ის გვერდზე.

imedinews.ge