გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრეზიდენტი: არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გლობალურ მშვიდობას ემსახურებოდა, მოიტაცეს და მოკლეს

23-02-2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო და მას ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა.
მარგველაშვილის განცადებით, ტატუნაშვილი იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში.

„ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს.
ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს.
მოხარული ვარ, თქვენ საქართველოში იმყოფებით, ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ის ოკუპირებუოლი ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორში გუშინ დააკავეს.