გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვახტანგ ყოლბაია ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდა

23-02-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ევროკავშირის ხელმძღვანელის მოადგილეს კარლო ნატალეს შეხვდა.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და შესაძლო პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე დევნილობაში მყოფი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელი ირაკლი ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.