გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მკვლელობა ბოლნისში – 32 წლის კაცს სამჯერ ესროლეს

5-06-2020

ქვემო ბოლნისში 32 წლის კაცი მოკლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, რომ მკვლელობის ღამით მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა, არ იციან რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. სოფელში ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

 

მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-სი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პრაიმტაიმი