გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა კაცი იპოვეს

9-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა.