გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინას დაშლა ემუქრება

10-06-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ყველა რეგიონში ცენტრიდანული განწყობები გაძლიერდა, რის გამოც ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ მან ტელეარხ Україна24-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ უკრაინა პოლიტიკური რუკიდან არ გაქრეს, აუცილებელია, ოპერატიულად რეფორმები გატარდეს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს - დიახ, თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, ქვეყანა შეიძლება გაქრეს. ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს - რეგიონებში, ყველა მიმართულებით ცენტრიდანული განწყობები საგრძნობლად გაძლიერდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

imedinews.ge