გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა

10-06-2020

გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანია თელავში, სოფელ კურდღელაურის მოსახლეობის  სტაბილური  წყალმომარაგებისთვის   1200 აბონენტს,  ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 100 ტონამდე  წყალს აწვდის.

თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის,  პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს. 

ერთ კვირაში,  წყალმომარაგების  კომპანიის მიერ  მრიცხველის კვანძის გადალუქვის   სამუშაოს  დასრულების შედეგად,  შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და  მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის  სტაბილური  მიწოდებით.  

მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი  კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას  წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს.