გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

26-02-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაბლის, ცაცხვის, წიფლის, მურყანისა და ნაძვის სახეობის 179 ერთეული მრგვალი მორი აღმოაჩინეს, რომლებიც, მიღება-ჩაბარების ოქმით, მარტვილის მერის წარმომადგენელს მიბარდა.

მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 11 727 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 22 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის მოპარვის შესახებ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, მარტვილის რაიონულ სამმართველოს შეატყობინა. პოლიციის სამმართველოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი დაადგინეს და მოპარული წიწვოვანი სახეობის მორები ამოიღეს. მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ფაქტზე გამოძიება, სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში დაიწყო.