გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კურდღელაურის მოსახლეობამ სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე გურამ ბახურაულის დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა

24-02-2018

ამ მოთხოვნით მოსახლეობამ 400-ზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვა და თელავის მუნიციპალიტეტის მერს გადაუგზავნა, თუმცა მერიიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბახურაულის დროს სოფელში ბევრი რამ გაკეთდა და მისი გათავისუფლება არასწორი გადაწყვეტილება იყო.

უკვე ყოფილი რწმუნებული გურამ ბახურაული გათავისუფლების რეალურ მიზეზს ვერ ასახელებს, პირად საუბრებში კი ამბობს, რომ მას პროფესიონალიზმი დაუწუნეს.

კურდღელაურის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს მერიასთან გააგრძელებენ. თელავის მერიაში კი აცხადებენ, რომ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა, სადაც ბახურაულსაც აქვს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.