გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ისაა მწერი-ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის“- მინისტრი ფაროსანაზე

26-02-2018

პარლამენტში დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ. ლევან დავითაშვილი დეპუტატების წინაშე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. მინისტრი კანონმდებლებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ოპოზიცია გეგმავს მინისტრს ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ კითხვები დაუსვას.

,,ჩვენ 2017 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარვადგინოთ პარლამენტში. ეს არის რეგულარული მოსმენა კომიტეტში არ ეხება სამინისტროს მთლიან ანგარიშს. ეხება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ ნაწილს, თუმცა ნებისმიერ საკითხზე მზად ვართ პარლამენტარებთან სასაუბროდ.

ფაროსანას გარდა ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არა ერთადერთი, ესაა სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და მარტივად, რომ ვთქვათ ისაა მწერი-ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის,“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.


"პირველი რადიო"