გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება

12-06-2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: „წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა  და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი  წვევამდელების რეფორმას უკავშირდება. ფრონტ ოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე;  ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება. ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ“.  პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.