გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა

13-06-2020

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე კურსანტი კარანტინზე იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი, რომლებმაც უკვე დატოვეს სამედიცინო დაწესებულება.

საერთო ჯამში ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 40 უკვე გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge