გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე: ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით

15-06-2020

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მეორე ტალღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის, ევროპის და სხვა ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრები აცხადებენ, რომ რესპირაციული დაავადებების სეზონი ზამთარში დგება.

„ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს და ჯანდაცვვის სისტემა იყოს მზად, ყველა, ვინც არის ამ ქვეყნაში, უნდა ფიქრობდეს, შემოდგომაზე რა მოხდება და წინასწარ იყვნენ მზად იმისთვის, რა სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

imedinews.ge