გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნათია მეზვრიშვილი: გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე

15-06-2020

"879 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 704 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს და, სამწუხაროდ, 14 გარდაცვლილი. როგორც ხედავთ, ვირუსი არსად წასულა, ამიტომ გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში, ვიყოთ ფრთხილად", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სავალდებულო წესზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.