გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: რთული გამოსაცნობი არ არის ვინ იყვნენ ტექნიკური ექსპერტები, ან ვისი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს ეს

15-06-2020

პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დალოცვილი ქართული ანდაზები ბევრი სიტუაციის გასაღებია, ‘შუბი ხალთაში არ დაიმალებაო,“ და ვერც დაიმალა.

როდესაც ცოტა ხნის წინ 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი ცნობილი ანგარიში გამოქვეყნდა, ცნობილი შემადგენლობა დაბარებულივით აჟრიამულდა ივანიშვილზე გაკეთებული ჩანაწერის გამო, მე პირადად გამიჩნდა აზრი, რომ რა თქმა უნდა იმ კომიტეტის წევრი 100-ზე მეტი კონგრესმენი თავად ვერ დაწერდა 120-გვერდიანი ანგარიშის ყველა პასაჟს. ისე როგორც ყველა პარლამენტში, ტექსტზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ეს დაადასტურა გუშინ იმ კომიტეტის წევრმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ტექსტის შედგენაზე სადაც იავნიშვილია მოხსენებული, მათ მიერ აყვანილმა ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს.

თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ტექნიკური ექსპერტები, რომლებმაც ტექსტში ეს ცნობილი პასაჟი ჩასვეს, ან ვისი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს ეს, არცთუ ისე რთული გამოსაცნობია. კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.