გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული

15-06-2020

"ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან საარჩევნო წელია, ქვეყანაში მოსალოდნელია მობილობის ზრდა, რაც პანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არ შეიქმნას ეპიდემიოლოგიური საფრთხე.

„საქართველოში საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს, თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. ეპიდემიის პირობებში, არჩევნები საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად. ჩვენ, ამ მიმართულებითაც, ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული და არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ შეიქმნას, ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა შემთხვევაში,“ - აღნიშნა პრემიერმა.