გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

წალენჯიხაში გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

26-02-2018

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, ხოლო ადვოკატი ნინელი ქოიავა პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითხოვდა.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში წვევამდელი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"