გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უკრაინის ელჩი: თქვენი გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა

15-06-2020

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდ მადლობა ამ შესაძლებლობისთვისა და მოწვევისთვის, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. დღეს არის დიდი დღე, ადგილობრივი ტურიზმი იხსნება და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. ჩვენი ქვეყნის მთავრობის სახელით მინდა მოგილოცოთ ძალიან წარმატებული, ძალიან პროფესიონალური ზომების განხორციელება, ვირუსთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

იგორ დოლგოვმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისა და მუდმივი, უწყვეტი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენი წარმატება მთელ მსოფლიოში, ყველასთვის არის თვალსაჩინო, თქვენი გამოცდილება ჩვენთვისაც სამაგალითოა. ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხებს კარგად აკვირდება და სწავლობს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, და მუდმივი, უწყვეტი თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ევაკუაციის პრობლემის გადაჭრა ხდება მთელს მსოფლიოსი, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაში გვეხმარებით, ამას ყოველთვის დაგიფასებთ.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ასევე, მინდა ვთქვა, რომ გარკვეული ზარალი ეკონომიკამ მიიღო ჩვენს ქვეყანაშიც, მიუხედავად ამ პრობლემისა ჩვენ მუდმივ კავშირზე ვიყავით თქვენთან და წარმატებით ვახდენდით არსებული პრობლემის დაძლევას. ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომ არა მარტო უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც, რომ გავიაზროთ სტრატეგია, როგორც ლოგისტიკური ასევე, ნებისმიერი სხვა მიმართულებით. თქვენთან ახლოს ვართ, სხვა სახელმწიფოებთანაც, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ერთად ვიმუშავებთ ამ სისტემების ხელახალ გააზრებაზე. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ელოდება საქართველოში საზღვრების გახსნას. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩამოვიდეთ თქვენს ქვეყანაში დასასვენებლად. 1 ივლისს უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. თუ რაიმეს შევძლებ, რომ წავახალისო ეს პროცესი ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ. დიდი მადლობა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.