გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე საათით მოძრაობა იკრძალება

16-06-2020

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 16 ივნისს 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.