გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წითელ ხიდზე და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

26-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში, 2,700 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების, ბ.შ-სა და ბ.მ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.


23 თებერვალს, 2,600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ლაგოდეხი“. საქართველოს მოქალაქეს რ.გ-ს არადეკლარირებული საქონელი, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგათ აღმოაჩნდა.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

"პია"