გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში covid19-ის 3 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 მძღოლია

16-06-2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში covid19-ის 3 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 მძღოლია- ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაუდასტურეს. 

როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, სამი ინფიცირებულიდან 2 მძღოლია. ასევე, ელოდებიან რამდენიმე ტესტის საბოლოო პასუხს. დეტალური განმარტება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 17:00 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.  თუმცა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ  განაცხადა, რომ ეს მონაცემები სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

ipress